რეზონანსი
21.09.2025

რუსებმა, მიმდინარე კვირაში, უკრაინის მიმართულებით 1 500-ზე მეტი დრონი, 1 280 მართვადი ბომბი და სხვადასხვა ტიპის 50 რაკეტა გაუშვეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ამ საჰაერო სამიზნეებში ევროპიდან, ამერიკიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი 132 000 უცხოური კომპონენტი აღმოაჩინეს.

„ყველა ეს ტექნოლოგია რუსეთს ფართომასშტაბიანი იარაღის შექმნაში ეხმარება. მკაცრი სანქციები არის ინსტრუმენტი, რომელიც ამის შეჩერებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, საჭიროა მიწოდების, სანქციების გვერდის ავლის ყველა გზის გადაკეტვა და იმ ქვეყნებსა და ცალკეულ კომპანიებზე ზეწოლის მოხდენა, რომლებიც მხარს უჭერენ ამ გზებს.

„ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტი ნამდვილად მტკივნეული იქნება და შეერთებული შტატები ევროპელებს შეუერთდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×