
შიდა ოპერატიული ინფორმაციით, რეჟიმს აქვს ცნობები, რომ იმაზე მეტი ხალხი იქნება 4 ოქტომბერს, ვიდრე წარმოედგინა - თეიმურაზ კუპატაძეს დაცვის პოლიციის თანამშრომლების კონკრეტული რაოდენობის გამოყვანას სთხოვენ, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განმარტებით, ხელისუფლებას ყველა უწყებაში პრობლემა და რღვევა აქვს.
„თეიმურაზ კუპატაძეს ხომ მშვიდობა აქვს, მოიკითხეთ. რეჟიმს გდდ-ში, თავდაცვაში, სუს-ში, პოლიციაში ყველგან პრობლემა და რღვევა აქვს. შიდა ოპერატიული ინფორმაციით, აქვთ ცნობები, რომ იმაზე მეტი ხალხი იქნება 4 ოქტომბერს, ვიდრე წარმოედგინათ. ნერვიულობენ, რომ სპეცრაზმის რაოდენობა არ ეყოფათ, რაც ჰყავთ, მათაც არ ენდობიან. ამიტომ, იძულებული გახდნენ და დაცვის პოლიციას, მის ხელმძღვანელს თეიმურაზ კუპატაძეს მიადგნენ, რომელსაც დაცვის პოლიციის თანამშრომლების კონკრეტული რაოდენობის გამოყვანას სთხოვენ, თუ კონკრეტულ რაოდენობას ვერ გამოიყვანს კუპატაძე, მას ემუქრებიან, რომ მის წინააღმდეგ გააქტიურდება ოპერაცია კოდური სახელწოდებით, "აახენი". ნეტავ, რას უნდა ნიშნავდეს - ხომ არ გავარკვიოთ ერთად?", - წერს ანა წითლიძე.