
4 ოქტომბერს ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ მიუჩენს თავის ადგილს ამ უსამშობლო მოღალატე აგენტურას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, არჩევნებში ოპოზიციას არანაირი რესურსი არ აქვს, რადგან მისი თქმით, ის მხარდამჭერებიც დაკარგეს, ვინც ჰყავდათ.
„ოპოზიციის მხრიდან ე.წ. მშვიდობიან რევოლუციაზე გაკეთებულ განცხადებებს რაც შეეხება, ყველა წყალწაღებული ამაზე საუბრობს. მათ არანაირი რესურსი, მხარდაჭერა არ აქვთ, არიან განულებული, როგორც პოლიტიკოსები და როგორც ადამიანები. მათი განცხადებები საერთოდ არავის აინტერესებს. ოპოზიცია რადარებიდან გაქრა. ის მხარდამჭერებიც დაკარგეს, ვინც ჰყავდათ. მსგავსი სულელური განცხადებებით ყურადღების მიქცევას ცდილობენ და მეტი არაფერი", - აღნიშნა კალაძემ.