რეზონანსი
25.09.2025

გამოვიყენეთ ყველა ინსტრუმენტი, როგორც პირადი შეხვედრების, ისე საჯარო მოწოდებისა და განმარტების, მაგრამ ვხედავთ, რომ ზოგ შემთხვევებში, ეს არ ჭრის. ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო ამ დიპლომატიური ზომის, ელჩის დაბარების გამოყენებაც - შეხვედრაზე პეტერ ფიშერს აუხსნეს, რას ნიშნავს ვენის კონვენცია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის ელჩის დაბარებას.

პაპუაშვილის თქმით, ზოგიერთი დიპლომატისგან ვენის კონვენცია „აბსოლუტურად უგულებელყოფილია“.

„ჩვენ გამოვიყენეთ ყველა ინსტრუმენტი, როგორც პირადი შეხვედრების, ისე საჯარო მოწოდებისა და განმარტების, მაგრამ ვხედავთ, რომ ზოგ შემთხვევებში ეს არ ჭრის. ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო ამ დიპლომატიური ზომის - ელჩის დაბარების გამოყენებაც, რათა მათთვის აეხსნათ, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არავინ არ უნდა დაარღვიოს. ეს მოწოდებები არ მოქმედებს ერთი მიმართულებით. ყველა უნდა დაემორჩილოს წესებს და კონვენციებს, ამ შემთხვევაში ვენის კონვენციებს, რომელიც, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ზოგიერთი დიპლომატის მხრიდან აბსოლუტურად უგულებელყოფილია.

ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელი განცხადებაც ნახეთ. ბატონ პეტერს აუხსნეს, რას ნიშნავს ვენის კონვენცია, მისი 41-ე მუხლი, ამასთან, ჩარევის მაგალითები მიაწოდეს. განცხადებიდან გავიგეთ, რომ ეს ზეპირი განცხადებები ბატონი პეტერის თუ მათ შორის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, თითქოს დეზინფორმაციაზე, არის დეზინფორმაცია თუ ცრუ ნარატივი. საგარეო საქმეთა სამინისტროს გერმანიის მხარისგან მოთხოვნილი აქვს, დაასახელონ მაგალითები ცრუ ნარატივების, დეზინფორმაციებისა და თავდასხმის. დღემდე, არ მიუღია განმარტება და მაგალითი ამასთან დაკავშირებით. როგორც ვხვდები, მათ შორის, გუშინდელ შეხვედრაზე ეს მაგალითები არ დასახელებულა“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×