რეზონანსი
25.09.2025

მინდა ახალგაზრდები აქედანვე გავაფრთხილო, რომ ნუ მისცემენ საშუალებას ოდიოზურ რადიკალურ და ქვეყნისადმი მტრულად გაწყობილ ძალებს, გამოაყენებინონ საკუთარი თავი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

მან ისაუბრა, თუ როგორ შეიძლება განვითარდება მოვლენები არჩევნების შემდეგ. მისივე თქმით, ოპოზიციას არც გამბედაობა და არც სათანადო მხარდაჭერა არ აქვს მოსახლეობისგან, რომ რაიმე „პროცესებში ჩაერთოს“.

„მინდა ახალგაზრდები აქედანვე გავაფრთხილო, რომ ნუ მისცემენ საშუალებას ასეთ ოდიოზურ რადიკალურ და ქვეყნისადმი მტრულად გაწყობილ ძალებს, გამოაყენებინონ საკუთარი თავი, რადგან ისინი წავლენ, გაიქცევიან და საბოლოოდ ამ ახალგაზრდებს მოუწევთ პასუხისგება იმ ქმედებისთვის, რომელიც მათ მიერ დაგეგმილი არ იქნება და ნაკარნახევია გარედან, რადიკალების მიერ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×