რეზონანსი
25.09.2025

უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი კას­პში, ე.წ. მი­რი­ა­ნის და­სახ­ლე­ბა­ში მოხ­და. მა­მა­კაც­მა ყო­ფილ ცოლს ჯერ და­ნით მი­ა­ყე­ნა ჭრი­ლო­ბა, შემ­დეგ სა­ხე­ზე ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა შე­ას­ხა, მერე აა­ლე­ბუ­ლი ბენ­ზი­ნი ეს­რო­ლა და ცე­ცხლი წა­უ­კი­და.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, ცე­ცხლწა­კი­დე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქალი შვე­ლას ითხოვ­და. მისი დახ­მა­რე­ბა მე­ზო­ბელ­მა სცა­და, მან ცე­ცხლი ჩა­აქ­რო, უმ­ძი­მე­სი დამ­წვრო­ბით და­შა­ვე­ბუ­ლი ქალი სას­წრა­ფოს ბრი­გა­დამ თბი­ლის­ში, ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა. თა­თია ლო­მი­ნა­ძე ახლა სიკ­ვდილს ებ­რძვის.

კლი­ნი­კის ექი­მის, გუგა ქა­ში­ბა­ძის თქმით, მას სხე­უ­ლის 80 პრო­ცენ­ტი აქვს დამ­წვა­რი და რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. ექი­მი ადას­ტუ­რებს იმა­საც, რომ მას ჭრი­ლო­ბაც აქვს სხე­ულ­ზე.

"კას­პი­დან არის გად­მოყ­ვა­ნი­ლი დამ­წვრო­ბით, ბენ­ზი­ნიც შე­ას­ხა და მჟა­ვაც, ასე­ვე აქვს ბას­რი საგ­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლო ჭრი­ლო­ბე­ბიც. საკ­მა­ოდ მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­აა" - ამ­ბობს ექი­მი.

შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა დამ­ნა­შა­ვე, ზუ­რაბ ბურ­დუ­ლი. პო­ლი­ცია მას მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ეძებს.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, ის მე­უღ­ლეს 4 წლის წინ და­შორ­და და წყვილს ჰყავ­დათ სა­ერ­თო შვი­ლი, 8 წლის გო­გო­ნა. და­შო­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ყო­ფი­ლი ქმა­რი ზუ­რაბ ბურ­დუ­ლი ხში­რად მო­დი­ო­და გო­გოს სახ­ლში და აწი­ო­კებ­და ოჯახს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კაცს შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი ჰქონ­და გა­მო­წე­რი­ლი.

"ახალ­გაზ­რდა გო­გოს მთე­ლი სახე, თმე­ბი ყვე­ლა­ფე­რი დამ­წვა­რი ჰქონ­და. ბენ­ზი­ნი შე­ას­ხა ყო­ფილ­მა ქმარ­მა, ამ ფაქტს წინ უძღო­და კონ­ფლიქ­ტი, ჩხუ­ბის ხმა. ეს ფაქ­ტი მოხ­და დე­დის თვალ­წინ, აა­ლე­ბუ­ლი ნივ­თი ეს­რო­ლა გო­გოს, მერე მე­ზო­ბე­ლი მი­ვარ­და, მან ცე­ცხლმო­კი­დე­ბულ გო­გოს ადი­ა­ლა გა­და­ა­ფა­რა და ასე ჩა­აქ­რო ცე­ცხლი, თუმ­ცა სახე სულ დამ­წვა­რი ჰქონ­და" - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი.

"ტვ პირ­ვე­ლის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში კი ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლი მა­მა­კა­ცი ამ­ბობს: "ან­თე­ბუ­ლი რა­ღაც ეს­რო­ლა გო­გოს, მო­ე­დო წა­მებ­ში, და­ვე­წიე და შე­მო­ვატ­რი­ა­ლე, და­ვი­ბე­ნი რა გა­მე­კე­თე­ბი­ნა არ ვი­ცო­დი, ყვი­თელ ქვი­შას ვაყ­რი­დი, რო­მე­ლიც იქვე ეყა­რა, ვხე­დავ­დი ვერ ვშვე­ლო­დი, მერე სახ­ლში შე­მო­ვარ­დი, ფარ­და ჩა­მოვ­წყვი­ტე და გა­და­ვა­ფა­რე, უკვე მო­დე­ბუ­ლი იყო ცე­ცხლი, ცე­ცხლი ეკი­და 5 წუ­თამ­დე, მერე მე­ზო­ბელ­მაც რა­ღაც ჩა­მო­აგ­დო და­სა­მა­ტებ­ლად, ისიც და­ვა­ფა­რეთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენს თვალ­წინ მოხ­და. ხე­ლე­ბი, სახე დამ­წვა­რი ჰქონ­და და ბე­ჭებ­ში აქვს ჭრი­ლო­ბა".

ყვე­ლა გა­ნიც­დის მომ­ხდარს და დამ­ნა­შა­ვის უმ­კაც­რე­სად დას­ჯას ითხო­ვენ. AMBEBI.GE თა­თია ლო­მი­ნა­ძის ახ­ლო­ბელს ესა­უბ­რა:

"კას­პის მთა­ვარ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მუ­შა­ობს თა­თია, ძა­ლი­ან კარ­გი გო­გოა. ქმა­რი ჰყავ­და ნარ­კო­მა­ნი, მო­თა­მა­შე. ვე­რაფ­რით ვერ შეძ­ლო მისი გა­მოს­წო­რე­ბა და და­შორ­და, მაგ­რამ ის მა­ინც ვერ ის­ვე­ნებ­და. აწი­ო­კებ­და გო­გოს. ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი გო­გოა, ვი­საც არ უნდა კი­თხოთ, ყვე­ლა ამას გე­ტყვით. მო­ი­ტა­ცა ამ ბიჭ­მა, არ უნ­დო­და ამ გო­გოს ეს ბიჭი სა­ერ­თოდ, რად­გან მო­თა­მა­შე და ნარ­კო­მა­ნი იყო. მერე ვერ გა­მო­ას­წო­რა და და­შორ­და, ახლა ბავ­შვის ნახ­ვა­ზე ჰქო­ნი­ათ დავა, რომ არ ანა­ხებ­და ბავ­შვს, და­მუქ­რე­ბია, თუ არ მა­ნა­ხებ, დაგწ­ვა­ვო და აას­რუ­ლა ეს მუ­ქა­რა.

დი­ლით ბავ­შვი სკო­ლა­ში წა­ვი­და და ამ დროს მოხ­და ეს ტრა­გე­დი­აც. დე­დის თვალ­წინ მოხ­და. თა­თია დე­დას­თან და შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. ამ ოჯახს დიდი ტრა­გე­დია და­ა­ტყდა წლე­ბის წინ თავს, თა­თია მა­შინ პა­ტა­რა იყო. მისი ორი და და მამა ავა­რი­ა­ში და­ი­ღუპ­ნენ. ყვე­ლა იმას ვლო­ცუ­ლობთ, რომ რო­გორ­მე გა­დარ­ჩეს ეს უკარ­გე­სი გოგო. დამ­ნა­შა­ვე უნდა და­ი­სა­ჯოს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×