რეზონანსი
26.09.2025

თუ დგამ სპექტაკლს, ისე მაინც დადგი, რომ "იაღლიში" არ მოგივიდეს. ჯერ ჰაერში იყო კვერცხები, ბანერი რომ გამოფინა "ლელომ“,- ასე ეხმიანება ექსპერტი, ნინო ფოჩხუა ნაძალადევში კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ და „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ცერემონიაზე დამსწრეთათვის კვერცხების სროლის ფაქტს.

ფოჩხუას განცხადებით, დღეს „ლელო-გახარიას“ მტრები „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტია „ახალი“ არიან, შესაბამისად „ქართული ოცნების“ მისამართით ბრალდებები არასწორია.

„თუ დგამ სპექტაკლს, ისე მაინც დადგი, რომ "იაღლიში" არ მოგივიდეს. ჯერ ჰაერში იყო კვერცხები, ბანერი რომ გამოფინა "ლელომ". ან რაში აინტერესებს ოცნებას 0 რეიტინგიანი ლელო-გახარიას ალიანსი თუ მართლა სჯერათ პარტიაში, რომ ირაკლი კუპრაძე კონკურენციას გაუწევს კახა კალაძეს? ან რატომ "ქართული ოცნება," იქნებ „ნაციონალური მოძრაობა“ ან პარტია "ახალი"? დღეს ამათზე მეტი მტერი ლელო-გახარიას არ ჰყავს“,- წერს ნინო ფოჩხუა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×