რეზონანსი
27.09.2025

და­კა­ვე­ბუ­ლია 28 წლის კაცი, რო­მელ­მაც არას­რულ­წლო­ვა­ნი გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა და ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ატ­ვირ­თა. ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის არას­რულ­წლოვ­ნე­ბის საქ­მე­თა მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, არას­რულ­წლოვ­ნის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ბრალ­დე­ბით, 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.ჩ და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა 2012 წელს და­ბა­დე­ბულ არას­რულ­წლო­ვან­თან სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი და­ამ­ყა­რა, რაც პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში მის­სა­ვე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აიტ­ვირ­თა და გავ­რცელ­და.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნ.ჩ ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვეს.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 137-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×