რეზონანსი
02.10.2025

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს ავრცელებს. როგორც ის წერს, 3 და 4 ოქტომბერს ამინდის მთავარი მახასიათებელი მაღალი ატმოსფერული წნევა იქნება, შესაბამისად უღრუბლო ცა და მზიანი დღეებია მოსალოდნელი.

“საქართველო შემოდგომის მეორე თვის დასაწყისს არისტოკრატული სიმშვიდით ხვდება, 3 და 4 ოქტომბერს ამინდის მთავარი მახასიათებელი მაღალი ატმოსფერული წნევა იქნება, შესაბამისად უღრუბლო ცა და მზიანი დღეებია მოსალოდნელი, 3 ოქტომბერს დაიწყება საგრძნობი დათბობა, 4-ში კი დაცხება – დასავლეთ საქართველოში +31 გრადუსამდე, აღმოსავლეთში კი +25 გრადუსი იქნება.

ამინდი სანაპიროზე ზუსტად ისეთი იქნება, რასაც ზღვაზე წასვლის გადაწყვეტილება სჭირდება +30, +32 გრადუსი. მზე, სითბო და თბილი ფიონი, რომელიც ზოგჯერ თავად ჰაერსაც ახალი სიცოცხლით აავსებს.

მზის ულტრაიისფერი სხივები იქნება მაღალი, ამიტომაც შესაძლებელია შესანიშნავი რუჯის მიღება, ეს შეიძლება იყოს სეზონის ბოლო ან ბოლოსწინა ,,პატარა ზაფხული”.

უღრუბლო ცა, დიდებულად მზიანი დღეები და მაღალი წნევა სიმბოლურიცაა… ისინი გვაგრძნობინებენ, რომ ბუნებასაც აქვს უნარი გაგვახაროს, თითქოს 3 და 4 ოქტომბერს ქვეყანა ერთგვარად იქნება, არაფრის მოლოდინში, ყველაფრის შეგრძნებით” – წერს კობა ფარტენაძე.

საშუალოვადიანი პროგნოზის მიხედვით გამორჩეულად თბილი დღეები მინიმუმ 10-12 დღე გაგრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×