რეზონანსი
02.10.2025

საქართველო ევროპის საბჭოს წევრია, ეს ნიშნავს, რომ საქართველომ გადაწყვიტა ადამიანის უფლებების შესახებ ევროპული კონვენციის მიღება და მისი შესრულება, მაღალი მოლოდინები გვაქვს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ კოპენჰაგენში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

ალან ბერსეს თქმით, ექნება კონტაქტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.

„საქართველო ევროპის საბჭოს წევრია, ეს ნიშნავს, რომ საქართველომ გადაწყვიტა ადამიანის უფლებების შესახებ ევროპული კონვენციის მიღება და მისი შესრულების ვალდებულება აიღოს. ეს მაღალი ვალდებულებაა და ჩვენ, მაღალი მოლოდინები გვაქვს. ეს ნიშნავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების აღსრულებას, ყოველთვის კონტაქტის შენარჩუნებას, ერთად მუშაობას და პროგრესის მიღწევას. როგორც ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ღია ვარ ყველასთან კონტაქტისთვის და, ცხადია, ჩვენ გვექნება კომუნიკაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან“, – განაცხადა ალან ბერსემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×