რეზონანსი
02.10.2025

ჩვენი ქვეყნის განვითარება, პროგრესი გაგრძელდება - როგორც იყო აქამდე, ასევე 4 ოქტომბრის არჩევნების შემდეგაც, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, გარე ძალები, ვისაც არ სურს საქართველოს პროგრესი, საქართველოს წარმატება, მუდმივად ცდილობენ, ქვეყნის განვითარებაში დისონანსი შეიტანონ.

„სამწუხაროდ, 2012 წლიდან დღემდე გარდა მნიშვნელოვანი და უდიდესი გამარჯვებებისა, იყო გუნდში კონკრეტული ღალატიც. ამაზე ბატონმა ბიძინამ ბრძანა და ამ ყველაფრის ჭრილში, ბუნებრივია, გარე ძალები, ვისაც არ სურს საქართველოს პროგრესი, საქართველოს წარმატება, ისინი მუდმივად ცდილობენ, ამ ყველაფერში, ჩვენი ქვეყნის პროგრესში, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში შეიტანონ დისონანსი - საკუთარი ნება-სურვილი გაასაღონ ხალხის ნება-სურვილად. ბუნებრივია, ამას სახელმწიფო არ დაუშვებს. ჩვენი ქვეყნის განვითარება, პროგრესი გაგრძელდება - როგორც იყო აქამდე, ასევე 4 ოქტომბრის არჩევნების შემდეგაც“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×