რეზონანსი
02.10.2025

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუღაანში მოკლული ქალი, 53 წლის თამარ დენტოშვილია, რომელიც წარმოშობით ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდიდან არის.

მისი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 74 წლის ალბერტ დავითელაშვილი, რომელიც მეზობლების თქმით, ხშირად სვამდა და წარსულში ცოლის მიმართ ძალადობის ფაქტზე პოლიციასთანაც ჰქონდა შეხება.

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობის დღეს დავითელაშვილი დილიდან არაფხიზელი იყო. მეუღლესთან ყოფით ნიადაგზე დაპირისპირებისას, ქალს ჯერ ბლაგვი საგანი ჩაარტყა თავში, შემდეგ კი ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე, ოჯახში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. ალბერტ დავითელაშვილის შვილი მამასთან ფიზიკური დაპირისპირების გამო, პოლიციამ დააკავა, რამაც ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი კიდევ უფრო გაამწვავა.

ბრალდებულს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავებიან, რაც 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„მთავარი ამბები კახეთიდან“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×