
"ნაცჭაობმა" პროტესტის ტემპერატურის ხელოვნური აწევისთვის მიმართა პრიმიტიულ მანიპულაციას - ავრცელებენ ძველ ამბებსაც, თითქოს ინგრევა ქვეყანა, თუმცა მაშინაც არაფერი მომხდარა, როცა ეს ე.წ. სენსაციური "ნიუსები" ვრცელდებოდა, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ გორდულაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ოპოზიციური ფლანგი "ფეიკებით" ცდილობს საზოგადოებაში არარსებული მუხტის აწევას.
აბაშიძის შეფასებით, სახეზეა გამოუვალი მდგომარეობის გამო, "საჯარო კონვულსიები".
"ნაცჭაობმა" პროტესტის ტემპერატურის ხელოვნური აწევისთვის მიმართა პრიმიტიულ მანიპულაციას - ავრცელებენ ძველ ამბებსაც, თითქოს ინგრევა ქვეყანა, თუმცა მაშინაც არაფერი მომხდარა, როცა ეს ე.წ. სენსაციური "ნიუსები" ვრცელდებოდა.
სახეზეა გამოუვალი მდგომარეობის გამო საჯარო კონვულსიები. რაც მთავარია, როგორც ბიძინა ივანიშვილმაც ამას წინათ აღნიშნა, ანალიზშიც საზოგადოება იმდენად გაიზარდა, რომ აღარ უჯერებს ამ "ნაფტალინიან" და უდღეურ "ნაცწყაროებს".
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ შემოგვთავაზა მოკლე შეჯამება თუ რა დღეშია ჩამოკონკილი "ნაცპროპაგანდა". როგორ ცდილობს ოპოზიცია, მდიდარი NGO-ები და მათ მიერ კონტროლირებული მედია არარსებული მუხტის აწევას:
1. პროპაგანდისტულმა ON.GE-მ გამოაქვეყნა წინა წლის განცხადება, რომელიც გაასაღა როგორც "ახალი", სადაც ოპოზიციის კლანის რამდენიმე მოსამართლე გაურკვეველ მოცემულობებს აპროტესტებს.
2. პროპაგანდისტულმა "ტვ პირველმა" გამოაქვეყნა აქამდე არაერთხელ გამოქვეყნებული ვიდეო, რომელშიც 2022 წელს ბესო ალავიძე ზეწოლაზე საუბრობს.
3. რადიკალურმა ოპოზიციამ გაავრცელა "გდდ-ს გეგმა", თუმცა გეგმაში ძველი ფოტო გაეპარათ, რომელზეც პარლამენტის კარის 3 წლის წინანდელი მდგომარეობაა ასახული.
4. მდიდარმა NGO-ებმა გაავრცელეს სპეცრაზმელების მონაცემები და ცდილობდნენ მოეტყუებინათ საზოგადოება, რომ ეს იყო "დამრბევების სია", თუმცა აქაც შეცდომა გაეპარათ." - წერს გია აბაშიძე.