რეზონანსი
02.10.2025

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია, ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ვახო სანაიას განცხადებას, სადაც საუბარია გდდ-ის თანამშრომლების ვინაობის გამოაშკარავებაზე, სოციალურ ქსელში ეხმიანება. 

კირცხალიას შეფასებით, ეს არის ოპოზიციის მიერ სახელმწიფოს ჩამოშლის გეგმა, რომელზეც გარე ძალის აგენტის გარდა, ხელს არავინ მოაწერს. მისივე ინფორმაციით, გამოქვეყნებულ ე.წ. ახალ სიებში, ერთი პირი პოლიციის გარდაცვლილი თანამშრომელია, რაც კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენს, თუ რაზე არიან წამსვლელები რადიკალები.

"აი ეს არის სახელმწიფოს ჩამოშლის მათი ანტისახელმწიფოებრივი გეგმა, რომელზეც გარე ძალის აგენტის გარდა ხელს არავინ მოაწერს!

დღევანდელ მათ “სიხარულს” თან უდიდესი ამორალურობაც ახლავს: გდდ-ს თანამშრომლების გამოქვეყნებულ ვითომ “ახალ სიებში” ერთი მათგანი აწ გარდაცვლილი, პოლიციის ღვაწლმოსილი თანამშრომელი ნუგზარ უსენაშვილია…

ალბათ კიდევ უფრო კარგად მიხვდება ყველა, რაზე წამსვლელები და რისი მკადრებლები არიან!" - წერს ირაკლი კირცხალია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×