რეზონანსი
02.10.2025

პუტინი ტრამპს ატყუებდა, რომ ორ თვეში დაიპყრობდა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კოპენჰაგენში დანიის პრემიერ-მინისტრ, მეტე ფრედერიკსენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"პუტინი ცრუ ინფორმაციას აწვდიდა ტრამპსა და მის გუნდს, რომ ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციას მოახდენდნენ, რომ ჩვენს ოკუპაციას მოახდენდნენ, რომ ერთ თვეში პოკროვსკში იქნებოდნენ, ხოლო ორ თვეში ლამის უკრაინის მთელ აღმოსავლეთს დაიპყრობდნენ, ხოლო შემდეგ წავიდოდნენ ხარკოვზე, დნეპრზე და შემდეგ კიევში",-განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსები რაღაც რუკებისა და ძალიან უცნაური სქემების დემონსტრაციას ახდენდნენ.

"ბევრი რამ ვნახე და საჭიროა ყველა ამ ნარატივების დამსხვრევა. და სწორედ ამას აკეთებენ ჩვენი სამხედროები, და სწორედ ამას აკეთებს ჩვენი დიპლომატიური გუნდი", - განაცხადა ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×