
პრემიერ-მინისტრ კობახიძეს ვესაუბრე, თუ როგორ უჭერს მხარს ევროპის საბჭო ქართველი ხალხის დემოკრატიულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მისი თქმით, საქართველოსთან დიალოგი არსებითი მნიშვნელობისაა.
"ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისადმი ერთგულება მაღალია, და ასევე მაღალია მოლოდინები საქართველოსგან, ისევე როგორც ყოველი წევრი სახელმწიფოსგან. საქართველოსთან ჩვენი დიალოგი არსებითი მნიშვნელობისაა. კოპენჰაგენში "ევროპულ პოლიტიკურ გაერთიანებაზე" პრემიერ-მინისტრ კობახიძეს ვესაუბრე, თუ როგორ უჭერს მხარს ევროპის საბჭო ქართველი ხალხის დემოკრატიულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას", - წერს ბერსე.
ამასთან, ბერსეს თქმით, ირაკლი კობახიძესთან ერთად განიხილეს "საქართველოს პასუხისმგებლობა დემოკრატიული სტაბილურობისა და უსაფრთხოების დაცვაში".