რეზონანსი
03.10.2025

მხატვარი და არქიტექტორი გელა ჯაფარიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოცქსელში ვრცელდება. 

„საქართველომ დაკარგა დიდი მხატვარი და არქიტექტორი, გელა ჯაფარიძე. გელა ჯაფარიძის ფერწერული ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში აშშ-ში, ავსტრიაში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, იაპონიაში, ისრაელში, რუსეთში და საქართველოში.

1986 წლიდან არქიტექტორთა კავშირის წევრია. არქეოლოგიური კვლევითი ცენტრის არქიტექტორი;

მშობლიურ სვანეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ჩატარებული აქვს, მრავალი კვლევითი, სარესტავრაციო-სარეკონსტრუქციო, საპროექტო სამუშაოები.

მისი ავტორობით გაკეთდა სვანური ეთნოგრაფიული კომპლექსების რესტავრაციის პროექტები. მან დააპროექტა ათობით სამოქალაქო არქიტექტურის ობიექტები, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მათ შორის, დახურული საცურაო აუზი და სკოლა-ინტერნატი ქალაქ პეტერბურგში, სამთო-სათხილამურო კომპლექსი - უშბის პლატო; მესტიის კულტურის ცენტრი; 7 ხიდის პროექტი და მესტიის სასტუმროები. ილია გაბლიანის სახელობის სპორტ-სკოლა.

არის მრავალი პერსონალური და ჯგუფური გამოფენის მონაწილე; მათ შორის ჰააგაში გამართულ ქართველ მხატვართა გამოფენაზე.

გელა ჯაფარიძე იყო არაერთი მხატვრული და ანიმაციური ფილმების დამდგმელი მხატვარი. „არტ სტუდია მართის“ დირექტორი, კინოსტუდია „რიჰოს“ დამდგმელი მხატვარი.

მუშაობდა დამდგმელი მხატვრის პოზიციაზე კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მულტ-გაერთიანებაში; დამდგმელი მხატვარი, ანიმაციური ფილმი „მონადირე“ , რომელმაც ტერნოპოლის საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალის მთავარი პრიზი მიიღო.

დღემდე - ააიპ „მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის“ დირექტორი.

გელა ჯაფარიძეს ჰყავს ბრწყინვალე ოჯახი; სარგებლობდა დამსახურებული ავტორიტეტით და მდიდარ გამოცდილებას უზიარებდა ახალგაზრდა სპეციალისტებს.

გელა ჯაფარიძემ წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ ხელოვნებაში და ყველა იმ ადამიანში, ვისაც ერთხელ 

მაინც შეხვედრია, ან უნახავს მისი ფერწერული შედევრები. მშვიდობით საამაყო ადამიანო“, - წერია გავრცელებულ წერილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×