რეზონანსი
07.10.2025

მესმის, შვილმკვდარი მამაა, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ ვინ არის ან რას წარმოადგენს ეს არარაობა, რომელიც ბედავს და ასეთ ზიზღს აფრქვევს იმ სუს-ის უფროსზე, სადაც ის და მისი ოჯახი ცხოვრობს, - ექსპერტი, ნინო ფოჩხუა, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში სუს-ის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის, მისამართით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

ფოჩხუა მაჩალიაკშვილს ქვეყნის მეტრს უწოდებს და ხაზს უსვამს მის განცხადებაში არსებულ მუქარის ნარატივს.

„დავიწყოთ იმით, რომ ამოღებულ იარაღის არსენალთან ერთად, არსებობს ორი ვიდეო ჩანაწერი, საიდანაც მხოლოდ ერთი გამოაჩინა ბრალდებულმა, რომელსაც უგზავნის თავის შემკვეთს, სადაც ეუბნება, რომ იარაღი მზად არის და საიმედო ადგილას არის დამარხული. საინტერესოა რა ჩანაწერია მეორე ვიდეოზე, იმედია უსაფრთხოების სამსახური ამასაც მალე მიაგნებს.

ეხლა დავუბრუნდეთ მალხაზ მაჩალიკაშვილის სტატუსს. მესმის შვილმკვდარი მამაა, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ ვინ არის ან რას წარმოადგენს ეს არარაობა, რომელიც ბედავს და ასეთ ზიზღს აფრქვევს იმ სუს-ის უფროსზე, სადაც ის და მისი ოჯახი ცხოვრობს, თან ბედავს ტერორისტი ჩატაევის სპეცოპერაციას სპექტაკლს უწოდებს. ეს კაცი ჩვენი ქვეყნის მტერია, დარწმუნებული ვარ, რომ ჩაუვარდეს მომენტი, არც დაფიქრდება, ისე ესვრის ქართველს, ამ სტატუსშიც ხომ იმუქრება, სადამდე უნდა ვუსმინოთ ამ არაადამიანს, სანამ მართლა რაღაც უბედურებას არ ჩაიდენს?“- წერს ნინო ფოჩხუა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×