რეზონანსი
07.10.2025

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩიკაგოში სამართალდამცველებზე მომხდარი თავდასხმა წინასწარ ორგანიზებული იყო.

ტრამპის თქმით, ფედერალურ ოფიცრებზე თავდამსხმელები უმკაცრესად დაისჯებიან. ამერიკის პრეზიდენტის შეფასებით, პორტლენდსა და ჩიკაგოში მისი საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები და არეულობები კრიმინალური აჯანყებაა.

ტრამპი ამერიკის იმ ქალაქებში, სადაც კრიმინალი და არეულობაა, წესრიგის აღდგენას ეროვნული გვარდიის დახმარებით გეგმავს.

„ჩვენ დავადგენთ ვინ უტევს ჩვენს ფედერალურ ოფიცრებს, და უმკაცრესი რეაგირება გვექნება. პორტლენდს ცეცხლი უკიდია. ვფიქრობ, ეს კრიმინალური აჯანყებაა. ამ ქალაქებს უსაფრთხოს გავხდით. ეს გავაკეთეთ ვაშინგტონში, ამას ვაკეთებთ მემფისში. ჩვენ თითოეულ ქალაქში შევალთ. რიგით მოქალაქეებს არ აწუხებთ ეროვნული გვარდია. მათთვის მთავარია უსაფრთხოება", - განაცხადა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×