რეზონანსი
07.10.2025

საქალაქო სასამართლოში ჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებელი გამოკითხვაზე დაიბარეს. ილია ღლონტის გამოკითხვა საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მოქმედების ფაქტებზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იმართება.

„ჩვენ ვყიდულობდით წყალს, პირბადეებს და ა.შ. ჩვენ არასდროს გვიყიდია პიროტექნიკა და არასდროს არ მოგვიწოდებია ძალადობისკენ. რა მარშიც დამიორგანიზებია ჩემით, ყოველთვის მითქვამს საჯაროდ, მე ყოველთვის ვიყავი სპიკერი, სადაც მე არ ვიყავი სპიკერი, იქ მე არ ვიყავი ორგანიზატორი. „დაიტოვე“ არ არის რაღაც ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც მართავს ან მონაწილეობს აქციების ორგანიზებაში. დაიტოვე არის პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ადამიანები აზიარებენ ინფორმაციას. საკომუნიკაციო პლატფორმასა და ორგანიზაციულ სტრუქტურას შორის არის ძალიან დიდი განსხვავება“, - განაცხადა ჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებელმა ილია ღლონტმა.

„აღნიშნულ ჯგუფს ჰყავს საკმაოდ ფართო აუდიტორია, გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ამ ჯგუფში გაჟღერებული სხვადასხვა საკითხები, მათ შორის ჯარიმების გადახდის კონტექსტში, ასევე ჯარიმებისთვის განკუთვნილი თანხის მობილიზების კონტექსტში სხვადასხვა აქციის დაორგანიზების და სხვადასხვა ტიპის ისეთი მოწოდების კონტექსტში, რომელიც მიგვაჩნია, რომ პირდაპირ შემხებლობაშია მითითებულ სისხლის სამართლის საქმესთან და დაკავშირებულია წინააღმდეგობასთან, ამ ნაწილში დაესმება ილია ღლონტს კითხვები, რადგან მას გააჩნია გარკვეული სახის ინფორმაცია. თანხა რომელიც მოხმარდა წინააღმდეგობის გასაწევად გამოსაყენებელ ატრიბუტიკის შეძენას, ამ ნაწილშიც მივიღებთ მისგან ინფორმაციას“, - განაცხადა პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×