რეზონანსი
07.10.2025

მსოფლიო ბანკმა 2025 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდი პროგნოზი 5.5 პროცენტიდან, შვიდ პროცენტამდე გააუმჯობესა, – ამის შესახებ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკურ მიმოხილვაშია საუბარი.

2026 წლისთვის კი მსოფლიო ბანკი ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკის 5.5 პროცენტამდე ზრდას პროგნოზირებს.

„რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, სომხეთში წელს ეკონომიკა 5.2 პროცენტამდე გაიზრდება. აქაც მაჩვენებელი 1.2 პროცენტითაა გაუმჯობესებული. აზერბაიჯანში კი სერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი ეკონომიკის 1.9 პროცენტამდე ზრდას ვარაუდობს. აზერბაიჯანის შემთხვევაში მსოფლიო ბანკის პროგნოზი გაუარესდა 0.7 პროცენტით.

აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირების განმავლობაში, 2025 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მსოფლიო ბანკის გარდა შვიდ პროცენტამდე გაზარდეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და აზიის განვითარების ბანკმა. ხოლო ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკის 7.2 პროცენტით ზრდას პროგნოზირებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი“, – ნათქვამია მსოფლიო ბანკის მიმოხილვაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×