
მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო ჯამში დიპლომატია დაუბრუნდება დიპლომატიას და დიპლომატია არ იქნება გარე სპიკერების პროექტი. ეს არის ლოგიკური გაგრძელება, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსის დუმილზე.
მისი თქმით, ობიექტური შეფასება სჭირდება ყველას - ჩვენც და იმ ქვეყნებსაც, რომლებსაც ეს ელჩები წარმოადგენენ.
„ობიექტური და სამართლიანი შეფასებები თანაბრად გვჭირდება ყველას, როგორც ჩვენ, ასევე, იმ ქვეყნებს, რომლებსაც პატივცემული ელჩები წარმოადგენენ და ევროკავშირსაც. ვინაიდან ორმაგ სტანდარტებს არავისთვის არ მოაქვს სიკეთე და ჩვენ ეს არაერთხელ ვნახეთ. და პირიქით, ის ვინც ცდილობს, რომ ორმაგი სტანდარტები განახორციელოს აჩვენოს სხვადასხვა ქვეყნებში, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ბუმერანგივით უბრუნდებათ ხოლმე საკუთარ ქვეყნებში. ამიტომ ობიექტურ და სამართლიან შეფასებებს ალტერნატივა არ გააჩნია. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით პროექტს, რომლის მიხედვითაც იყო არაერთი მცდელობა, რომ დიპლომატებისგან პოლიტიკური სპიკერების ტრანსფორმაცია მომხდარიყო. ეს პროექტი ჩავარდა, საქართველოში ამ ყველაფერმა ვერ იმუშავა და პირიქით, უკუეფექტი ჰქონდა იმ ბიუროკრატებისთვის ვინც ცდილობდა დიპლომატია პოლიტიკური ავანტიურისთვის გამოეყენებინა.
ამ ყველაფრით დააზიანეს ჩვენს საზოგადოებაში ევროპული საზოგადოების იმიჯი. სამწუხაროდ, ორი ქალბატონის [კაია კალასი, მარტა კოსი] ის წერილიც ამ კონტექსტში იკითხებოდა მხოლოდ და მხოლოდ. ვინაიდან იქ ჩვენ ვერც ობიექტურ, ვერც სამართლებრივ შეფასებებს ვერ ვხედავთ. და თუნდაც ის მომენტიც, რომ არ იყო აღნიშნული, რომ სინამდვილეში ძალადობა განხორციელდა მხოლოდ ერთი მხრიდან და ეს ძალადობა 4 ოქტომბრამდეც მათი მხრიდან იყო წახალისებული. ამ შემთხვევაშიც ვერ ვნახეთ ობიექტური შეფასებები“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.