რეზონანსი
07.10.2025

 7 ოქტომბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 126-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„სტეფანწმინდა-გველეთის კმ0-კმ4 მონაკვეთის (ლოტი 1) სამშენებლო სამუშაოების ჩატარების და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ზომების გატარების მიზნით, საჭიროა საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 126-ე კმ-ზე ფერდის საექსკავაციო სამუშაოების წარმოება, რისთვისაც 2025 წლის 7 ოქტომბრიდან 2025 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით, აღნიშნული საავტომობილო გზის სავალი ნაწილი შევიწროვდება და ყოველდღიურად 06:00 სთ-დან 10:00 სთ-მდე მოძრაობა შეიზღუდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×