რეზონანსი
07.10.2025

 აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კანადის პრემიერ-მინისტრს, მარკ კარნის თეთრ სახლში ხვდებიან.

როგორც ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დახურულ კარს მიღმა ისაუბრებენ ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობებზე, თუმცა მოხსნის თუ არა კანადაზე დაწესებულ ტარიფებს, ამის შესახებ ამერიკის ლიდერს არაფერი უთქვამს.

„კანადასთან სავაჭრო მოლაპარაკებები ძალიან რთულია, იმაზე რთული, ვიდრე ნებისმიერი მიღწეული შეთანხმება", - აღნიშნა ტრამპმა.

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ამის მიზეზია ქვეყნებს შორის ბუნებრივი კონფლიქტი.

„მიყვარს კანადა, კანადელი ხალხი და მარკიც იმავეს გრძნობს აქაურობაზე", - აღნისნა ტრამპმა.

მისივე თქმით, ქვეყნებს ერთმანეთთან აქვთ კონკურენტული ბიზნესს ინტერესები, რომლებიც გაძლიერებულია ერთმანეთთან გეოგრაფიული სიახლოვით.

ამასთან, ჟურნალისტმა ტრამპს ასევე ჰკითხა - წავიდოდა თუ არა ის კანადასთან კომპრომისზე, ალუმინზე დაწესებული ტარიფების მხრივ, რაზეც ამერიკის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მათ საკუთარი ალუმინის წარმოება სურთ და არა შემოტანა.

თავის მხრივ, კანადის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, არსებობს გარკვეული სფეროები, სადაც ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან და ამ სფეროებში შეთანხმების მიღწევა დასჭირდებათ, მაგრამ არსებობს უფრო მეტი სფერო, სადაც ისინი ერთად უფრო ძლიერები არიან.

„ჩვენ ერთმანეთთან კარგ შეთანხმებას მივაღწევთ", - აღნიშნა კარნიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×