რეზონანსი
07.10.2025

პროფესორმა, მარინე ჩიტაშვილმა გადაცემაში „ახალი ფორმულა“ 4 ოქტომბრის მოვლენები შეაფასა. მარინე ჩიტაშვილი 4 ოქტომბერს აფასებს, როგორც „არარაციონალურად დაგეგმილი“ და აცხადებს, რომ ეს დღე იმ შემთხვევაში შედგებოდა, თუ მოვლენები განვითარდებოდა უფრო დრამატულად იქნებოდა სისხლი, მსხვერპლი და გასროლა. 

„მე მგონია, რომ ახალი ეტაპი არ დაწყებულა. იმიტომ რომ 4 ოქტომბერი რომ განვითარებულიყო უფრო დრამატულად, ყოფილიყო მსხვერპლი, ყოფილიყო სისხლი, ყოფილიყო გასროლა, მაშინ შეგვეძლო გვეთქვა იმის შესახებ, რომ ეს 4 ოქტომბერი იქნებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობის, ეს 4 ოქტომბერი იყო უბრალოდ, ეს ჩემი პირადი მოსაზრება გახლავთ, არარაციონალურად დაგეგმილი. იმიტომ რომ, ასეთ შემთხვევაში მთელი ეს პროტესტი, რომელიც გამოვიდა გარეთ გულისხმობდა იმას, რომ ჩვენ არჩვენებში არ მიგვიღია მონაწილეობა, იმიტომ რომ რეალური არჩევანი არ გვქონია. ჩვენ ვითხოვთ იმას, რასაც ვითხოვდით 2024 წლის 28 ნოემბრიდან, ქვეყანა ჩადგეს ისევ ჩვენი კონსტიტუციის ფარგლებში“,- განაცხადა მარინე ჩიტაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×