რეზონანსი
07.10.2025

 შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ ჯერზე რადიკალურმა ოპოზიციამ არჩევნები აღიარა. ამ თემაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

„ლელომ", გახარიამ და ა.შ. აღიარეს არჩევნები. მოისმინეთ მათი მერობის კანდიდატების, თუ სხვა ლიდერების განცხადებები. მათ აღიარეს არჩევნები იმ პირობებში, როდესაც მიიღეს ნახევარი ხმა იმასთან შედარებით, რაც შარშან მიიღეს, ხოლო „ქართულმა ოცნებამ" მიიღო იმავე რაოდენობის ხმა, რაც მიიღო შარშან. მილიონ ასი ათასზე მეტი. გავიხსენოთ, რას ამბობდნენ შარშან. ხომ გახსოვთ 300 000 ფოკუსად გაჩენილი ხმა, ახლა იმ 300 000 ხმის მიმართ პრეტენზია აღარ აქვთ? საკუთარი ხმა რომ გაუნახევრდათ და სამჯერ ნაკლები გაუხდა გახარიას და ნახევარი „ლელოს", ამაზე პრეტენზია აღარ აქვთ? არაფერზე ხომ პრეტენზია აღარ აქვთ. რით განსხვავდებოდა ეს არჩევნები შარშანდელი არჩევნებისგან? ამ არჩევნებს თუ აღიარებენ, შარშან რატომ არ აღიარეს მაშინ. სინამდვილეში, ეს არის რადიკალური ოპოზიციის მთავარი პრობლემა, რომ დაკვეთით მუშაობენ. ეტყვიან, ასე გააკეთე, ასე გააკეთებენ, სხვა რამეს ეტყვიან, სხვანაირად გააკეთებენ. ამიტომ ირცხვენენ თავს, ამიტომაც სამჯერ ნაკლები ხმა აიღეს ამ არჩევნებზე", - განაცხადა პაპუაშვილმა.

მან „ქართული ოცნების" ამომრჩეველს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„დიდი მადლობა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს ამომრჩეველს. ამით დაიხურა ციკლი არჩევნების. შარშან ოქტომბერში ავირჩიეთ პარლამენტი, დეკემბერში - პრეზიდენტი, წელს ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობები. ასე რომ, 2028 წლამდე დაკომპლექტებულია არჩევითი ორგანოები და ჩვენ გვაქვს სამი წელი იმისთვის, რომ მომავალ არჩევნებამდე, არჩევნების ამ რაღაც ისტერიის დათესვის გარეშე ვიმუშაოთ დაპირებებზე, რომლებიც გავეცით მოსახლეობას", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×