რეზონანსი
08.10.2025

გლ­და­ნის პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი და­ვით გო­გო­ბე­რიშ­ვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ბე­რიშ­ვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი ავ­ტო­ფა­რეხ­ში მეზობლებმა იპო­ვეს, მას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ჰქონ­და ჭრი­ლო­ბა მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

„ტვ პირ­ველ­თან" სა­უბ­რი­სას მეზობლები ჰყვე­ბი­ან, რომ გვი­ან ღა­მით გას­რო­ლის ხმა გა­ი­გეს, რის შემ­დე­გაც ავ­ტო­ფა­რეხ­თან მი­ვიდ­ნენ და და­ვით გო­გო­ბე­რიშ­ვი­ლი იპო­ვეს გარ­დაც­ვლი­ლი. ამის შემ­დეგ ის გა­და­ას­ვე­ნეს ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში. ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვინ სა­უბ­რობს იმა­ზე, თუ რა მოხ­და ზუს­ტად.

ცნო­ბის­თვის, და­ვით გო­გო­ბე­რიშ­ვილ­მა და მის­მა მო­ად­გი­ლემ თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­ტო­ვეს. აღ­ნიშ­ნულ ფაქტს, „თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის" ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის, მსჯავ­რდე­ბულ გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის მი­მართ პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბას უკავ­ში­რებ­დნენ.

ად­ვო­კა­ტე­ბი, რომ­ლებ­საც გო­გი­ბე­რიშ­ვილ­თან სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი შე­ხე­ბა ჰქონ­დათ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლე­ბენ პოს­ტებს:

თორ­ნი­კე მი­გი­ნე­იშ­ვი­ლი: "შემ­ზა­რა­ვია გლ­და­ნის №8 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის ამ­ბა­ვი. და­ვი­თი 16 იან­ვარს გა­ვი­ცა­ნი, როცა, წლე­ბის შემ­დეგ, პირ­ვე­ლად ან­დროს­თან ცი­ხე­ში ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის წევ­რე­ბი შე­ვიყ­ვა­ნე. რა თქმა უნდა, მისი როლი დიდი იყო ამ ამ­ბავ­ში. რთუ­ლად მო­ი­ძებ­ნე­ბა პა­ტი­მა­რი, რო­მე­ლიც და­ვი­თის მი­მართ პრე­ტენ­ზი­ას გა­მო­ხა­ტავ­და. ის იყო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­და (კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში) გვერ­დში დას­დგო­მო­და თი­თო­ე­ულ პა­ტი­მარს და მათ­თვის მო­ეგ­ვა­რე­ბი­ნა ყო­ველ­დღი­უ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და სინ­დი­სის პა­ტიმ­რე­ბის მი­მართ. სამ­წუ­ხა­როა, ძა­ლი­ან".

ლაშა ცუც­ქი­რი­ძე: "N8 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვთქვა 1-2 სი­ტყვა. პოს­ტი ასა­ხავს მხო­ლოდ ჩემს გა­მოც­დი­ლე­ბას და არ ემ­სა­ხუ­რე­ბა სხვა მიზ­ნებს. არ მახ­სენ­დე­ბა გლ­და­ნის პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი, რო­მელ­საც პი­რა­დად და­ვით გო­გო­ბე­რიშ­ვი­ლის მი­მართ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ჰქო­ნია. ყო­ველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ო­და დიდი ყუ­რა­დღე­ბით - ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ჩემი და­სა­ცა­ვი პი­რე­ბის მი­მართ. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ბი­ჭე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი და­ნა­ბა­რე­ბი პი­რა­დად მიმ­ქონ­და - ყუ­რა­დღე­ბით მის­მენ­და, ინიშ­ნავ­და (ზოგ­ჯერ იქვე მო­უგ­ვა­რე­ბია) და უთ­ქვამს მო­მა­ვალ­ში პი­რა­დად მი­თხრან ნე­ბის­მი­ე­რი სა­კი­თხი, რაც აწუ­ხებ­თო...არ ვიცი, რა დავ­წე­რო მეტი ამ ადა­მი­ან­ზე, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში ვწუხ­ვარ, ძა­ლი­ან ცუდი ამ­ბა­ვია".

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×