რეზონანსი
08.10.2025

22 წლის კა­ტე­რი­ნა დე­მეტ­რაშ­ვი­ლი ჩე­ხე­თის პარ­ლა­მენ­ტის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა დე­პუ­ტა­ტია. ის ამე­რი­კა­ში და­ი­ბა­და და ჩე­ხეთ­ში გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ ამ­ბობს, რომ "ყო­ველ­თვის არის სა­ქარ­თვე­ლოს ნა­წი­ლი" და მისი ოჯა­ხის ის­ტო­რია კრემ­ლის აგ­რე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის ცო­ცხა­ლი მა­გა­ლი­თია.

"თუ მკი­თხა­ვენ, ვინ ვარ, პა­სუ­ხი რთუ­ლია": იდენ­ტო­ბა ტე­ხას­სა და თბი­ლისს შო­რის22 წლის იუ­რის­ტი და "პი­რა­ტე­ბის პარ­ტი­ის"პროგ­რე­სუ­ლი სახე, კა­ტე­რი­ნა „კა­ტია" დე­მეტ­რაშ­ვი­ლი, ჩე­ხე­თის პო­ლი­ტი­კურ სცე­ნა­ზე სენ­სა­ცი­ად იქცა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის ტე­ხას­ში (აშშ) და­ი­ბა­და და ერთი წლი­დან პრა­ღა­ში ცხოვ­რობს, მისი გვა­რი და ოჯა­ხუ­რი წარ­სუ­ლი მჭიდ­როდ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თან.

"თუ მკი­თხა­ვენ, ვინ ვარ, პა­სუ­ხი რთუ­ლია. ჩე­ხეთ­ში გა­ვი­ზარ­დე, მაგ­რამ ჩემ­ში ყო­ველ­თვის არის სა­ქარ­თვე­ლოს ნა­წი­ლი," - ამ­ბობს კა­ტე­რი­ნა. სწო­რედ ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის გამო, კა­ტე­რი­ნას ოჯახს პი­რა­დად აქვს გან­ცდი­ლი რუ­სე­თის აგ­რე­სია, რა­მაც გან­სა­ზღვრა მისი ძლი­ე­რი პრო­და­სავ­ლუ­რი პო­ზი­ცია.

დე­მეტ­რაშ­ვი­ლის ოჯა­ხუ­რი ის­ტო­რია სა­ო­ცა­რი და უაღ­რე­სად ემო­ცი­უ­რია: მისი მამა უკ­რა­ი­ნა­ში ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის რი­გებ­ში იბ­რძვის, რო­გორც სნა­ი­პე­რი.

მა­მის ბრძო­ლის გზა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის ბრძო­ლით და­ი­წყო - ის იცავ­და ქვე­ყა­ნას რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის­გან 1993 და 2008 წლებ­ში. რო­დე­საც 2022 წელს უკ­რა­ი­ნა­ში სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომი და­ი­წყო, მან კვლავ ია­რა­ღი აიღო.

კა­ტე­რი­ნას თქმით, მა­მა­მის­მა არ იცო­და, რომ ის ჩე­ხე­თის პარ­ლა­მენ­ტში კენ­ჭს იყ­რი­და.

"1993 და 2008 წლებ­ში რუ­სეთ­მა სცა­და სა­ქარ­თვე­ლოს რაც შე­იძ­ლე­ბა დიდი ნა­წი­ლის ოკუ­პა­ცია, სა­ი­და­ნაც მე ვარ, რო­გორც ჩემი გვა­რი მი­ა­ნიშ­ნებს. სა­ბო­ლო­ოდ, მათ დარ­ჩათ ოსე­თი და აფხა­ზე­თი, რაც ქვეყ­ნის ფარ­თო­ბის 20%-ს შე­ად­გენს.

ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­გორც ჩემი ბა­ბუა, ასე­ვე მა­მა­ჩე­მი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის იბ­რძოდ­ნენ. ამი­ტომ, 2022 წელს, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნა­ში ომი და­ი­წყო, მა­მა­ჩემ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ სურ­და მისი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის დაც­ვა ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის რი­გებ­ში. ის სნა­ი­პე­რია..."

ოჯა­ხის ამ გა­მოც­დი­ლე­ბის ფონ­ზე, გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ კა­ტე­რი­ნა დე­მეტ­რაშ­ვი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით მკაც­რად აკ­რი­ტი­კებს ჩე­ხეთ­ში იმ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებს, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის მი­მართ სიმ­პა­თი­ას გა­მო­ხა­ტა­ვენ.

კა­ტე­რი­ნა დე­მეტ­რაშ­ვი­ლი 2025 წლის არ­ჩევ­ნებ­ში თავ­და­პირ­ვე­ლად პრა­ღის სი­ა­ში მე-7 ნომ­რად იყო წარ­დგე­ნი­ლი. თუმ­ცა, ამომ­რჩე­ველ­თა პი­რა­დი ხმე­ბის (ე.წ. kroužkování) წყა­ლო­ბით, მან დიდი წარ­მა­ტე­ბა მო­ი­პო­ვა და ჩე­ხე­თის პარ­ლა­მენ­ტის რი­გებ­ში მოხ­ვდა.

"არ ვე­ლო­დი ასეთ შე­დეგს. ამ მან­დატს უდი­დე­სი მოკ­რძა­ლე­ბით ვი­ღებ - მად­ლო­ბას ვუხ­დი თი­თო­ე­ულ ამომ­რჩე­ველს, ვინც ჩემ გვერ­დით დად­გა. მინ­და და­ვა­ნა­ხო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი არ არი­ან უუ­ნა­რო­ე­ბი, როცა საქ­მე ქვეყ­ნის მარ­თვას ეხე­ბა," - გა­ნა­ცხა­და მან გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ.

22 წლის ასაკ­ში ის გახ­და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა დე­პუ­ტა­ტი ჩე­ხე­თის ის­ტო­რი­ა­ში. მისი მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ცენ­ტია ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბა. კა­ტე­რი­ნა პარ­ლა­მენ­ტში სპე­ცი­ა­ლუ­რი ქვე­კო­მი­ტე­ტის შექ­მნას გეგ­მავს, რათა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა და­ეთ­მოს ახალ­გაზ­რდებ­ში დეპ­რე­სი­ის, შფოთვი­სა და მარ­ტო­ო­ბის პრობ­ლე­მებს.

ამ­ბო­ბენ, რომ კა­ტე­რი­ნა დე­მეტ­რაშ­ვი­ლი არის "ახა­ლი თა­ო­ბის პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს სიბ­რძნეს და ახალ­გაზ­რდულ გულ­წრფე­ლო­ბას", ხოლო სლო­ვა­კუ­რი მე­დია მას უწო­დებს "ახალ­გაზ­რდა პი­რატს, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კა­ში შე­მო­ი­ტანს ემ­პა­თი­ა­სა და მენ­ტა­ლურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვას."

კა­ტე­რი­ნა დე­მეტ­რაშ­ვი­ლის ის­ტო­რია არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა მხო­ლოდ პრა­ღა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბით; მისი იდენ­ტო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია სა­ქარ­თვე­ლო, რო­მელ­თა­ნაც მუდ­მი­ვი კავ­ში­რი აქვს.

გო­გო­ნას ბა­ბუა, მა­მის მხრი­დან შარ­შან გარ­და­იც­ვა­ლა. ბა­ბუა მფრი­ნა­ვი იყო. მისი ნა­თე­სა­ვი გვიყ­ვე­ბა, რომ კა­ტე­რი­ნა ბა­ბუ­ის გას­ვე­ნე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და.

მისი მშობ­ლე­ბი ამ­ჟა­მად და­შო­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. კა­ტე­რი­ნას დედა ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლია. ის კონ­ტაქტს ინარ­ჩუ­ნებს რო­გორც ქარ­თველ ნა­თე­სა­ვებ­თან, ასე­ვე ბე­ბი­ას­თან, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად იტა­ლი­ა­ში ცხოვ­რობს და ემიგ­რან­ტია.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×