რეზონანსი
08.10.2025

პატიმარი, ანდრო ჭიჭინაძე გლდანის ციხის ყოფილი ხელმძღვანელის, დავით გოგობერიშვილის გარდაცვალებას ეხმიანება. 

მისი თქმით, გოგობერიშვილისგან "მუდამ იგრძნობოდა ყურადღება და გვერდში დგომა"

ვუსამძიმრებ დათოს ოჯახს. დათოსგან მუდამ იგრძნობოდა ყურადღება და გვერდში დგომა. 

მან არაერთხელ მაჩვენა ადამიანობის მაგალითი - და არა მარტო მე"- წერს ის.  

გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილი უფროსი, დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს.

შსს მომხდარს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით (სსკ - 115) იძიებს.

გარდაცვლილი გოგობერიშვილი თბილისში, ავტოფარეხში იპოვეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა ჭრილობა მიყენებული. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×