
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ სამართალდამცველებს მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. ამ თემაზე მან „დღის ქრონიკაში ისაუბრა და განსაკუთრებით სუსის ხელმძღვანელი, მამუკა მდინარაძე გამოყო.
„ამ ბიჭმა თავისი ახალი მუხტით, ახალი შემართებით, კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური“, - აღნიშნა ზარქუამ.
მისივე თქმით, სახელმწიფოს დამხობის მცდელობაში მონაწილე ადამიანები პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან, სასამართლო კი მაღალი სტანდარტით იხელმძღვანელებს.
„დეკემბრის აქციებზე ასობით ადამიანი ძალადობდა, როგორც მთავრობაზე, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების შენობებზე. მაშინ სულ რამდენიმე [დააკავეს], დანარჩენები გაუშვეს, იმიტომ რომ მაღალი მტკიცებულებითი სტანდარტის მქონე გამოძიება მიმდინარეობს. ანალოგიურად [იქნება] აქაც. ვერავინ დაემალება. ყველანი იყვნენ ჩართულები სახელმწიფოს, მთავრობის დამხობაში. ბუნებრივია, ვერავინ გაექცევა ამ პასუხისმგებლობას, ვინც ამ თემაში იყო ჩართული. მაღალი სტანდარტით ხელმძღვანელობს დღეს გამოძიება და სასამართლო“, - განაცხადა ზარქუამ.