
საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ბიურომ, რომელიც პარლამენტს მართავს, უარყო რეზოლუცია პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის იმპიჩმენტის შესახებ, რომელიც „საფრანგეთის დაუმორჩილებლობის“ პარტიამ წარადგინა. ამის შესახებ Le Figaro წერს.
გამოცემის ცნობით, რეზოლუციას ხელი 104-მა მემარცხენე პარლამენტარმა მოაწერა, მათ შორის რამდენიმე დეპუტატმა საპარლამენტო ჯგუფებიდან „ეკოლოგიური და სოციალური“ და „სოციალისტები და მონათესავე ჯგუფები“.
თუმცა კენჭისყრის დროს ბიუროს წევრები ორად გაიყვნენ: ხუთმა მხარი დაუჭირა, 10-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო ხუთმა თავი შეიკავა.
როგორც მოსალოდნელი იყო, „საფრანგეთის დაუმორჩილებლობის“ პარტიის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტებმა, ნადეჟ აბომანგოლიმ და კლემენს გოეტმა, მხარი დაუჭირეს რეზოლუციის განხილვას. მათ პოზიციას იზიარებდნენ „ეკოლოგებისა“ და „სოციალისტების“ დეპუტატები.
მმართველი კოალიციის წარმომადგენლებმა მის წინააღმდეგ მისცეს ხმა, ხოლო ულტრამემარჯვენე „ეროვნულმა გაერთიანებამ“ თავი შეიკავა. ამრიგად, ბიუროს გადაწყვეტილებამ ფაქტობრივად შეაჩერა რეზოლუციის განხილვა - მას არც იურიდიული კომიტეტი და არც ეროვნული ასამბლეის სესიები არ განიხილავენ.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დღეს, 8 ოქტომბერს, განცხადების გაკეთებას გეგმავს, მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ გადადგა.