რეზონანსი
08.10.2025

„ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა, ნიკა ობოლაძემ „ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პირდაპირი ეთერი” 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მმართველმა პარტიამ ყველაფრის მიუხედავად მოიგო და ის, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვა, “ეს ფაქტი არ არის”.

,,ჩვენ არ უნდა მოვიტყუოთ თავი და არ უნდა ვთქვათ, რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები არ არსებობენ, ან ორგანიზებულები არ არიან. ჩვენ არ მოგვიგია ეს არჩევნები, ამის შემდეგ ჩვენ წავედით ბოიკოტში…… კარგი არჩევნები, რაც ახლა ჩატარდა, 2025 წლის თვითმმართველობის, არც ახლა იყო, მაგრამ “ოცნებამ” მოიგო. გაყალბდა, მაგრამ მოიგო. ამაზე ბევრად 2024-ის გაყალბდა გასაგებია, იმიტომ, რომ ახლა არ დასჭირდათ, მაგრამ ზოგადად, ოპოზიციამ რომ გაიმარჯვა ეს ფაქტი არ არის”, - განაცხადა ობოლაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×