რეზონანსი
09.10.2025

 "ოჯახს 3 კვირა მისცეს 215 000 ფუნტის შესაგროვებლად, რათა ორსული ქალი ქართული ციხიდან დაიხსნან" - რას წერს ბრიტანული გამოცემა ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 19 წლის სტუდენტზე

სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში, ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­მო­ტა­ნის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი 19 წლის ბრი­ტა­ნე­ლი სტუ­დენ­ტის, ბელა მეი კა­ლის საქ­მე­ში სი­ახ­ლეა. რო­გორც ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა dailymail წერს, ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქეს­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა მიღ­წე­უ­ლია და "და­კა­ვე­ბუ­ლის ოჯახს 3 კვი­რა მის­ცეს, რათა 215 000 ფუნ­ტი სტერ­ლინ­გი შე­აგ­რო­ვონ და გო­გო­ნა ცი­ხი­დან და­იხ­სნან". მო­გეხ­სე­ნე­ბათ, და­კა­ვე­ბუ­ლი ფეხ­მძი­მედ არის.

რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, ბელა კალი, სა­ვა­რა­უ­დოდ შო­ბის­თვის, იმ­შო­ბი­ა­რებს. ოჯა­ხი იმე­დოვ­ნებ­და, რომ მას ბოლო სა­სა­მარ­თლო მოს­მე­ნის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ, თუმ­ცა ასე არ მოხ­და.

ბელა კა­ლის დე­დის - 44 წლის ლიან კე­ნე­დის და მა­მის - 49 წლის ნილ კა­ლის თქმით, თან­ხის შეგ­რო­ვე­ბას სა­სო­წარ­კვე­თი­ლად ცდი­ლო­ბენ, თუმ­ცა ძა­ლი­ან უჭირთ.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე სა­სა­მარ­თლოს ბე­ლას ბე­ბი­აც ეს­წრე­ბო­და.

"მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი გე­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მათ სრუ­ლი თან­ხის შე­საგ­რო­ვებ­ლად ვადა 28 ოქ­ტომ­ბრამ­დე აქვთ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნის შე­სა­ხებ მსჯე­ლო­ბა 2 ნო­ემ­ბერს და­ი­წყე­ბა", - წერს გა­მო­ცე­მა.

"საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა მიღ­წე­უ­ლია და ოჯა­ხი ამ­ჟა­მად თან­ხებს აგ­რო­ვებს, მაგ­რამ ჩვენ ჯერ არ მი­ვაღ­წი­ეთ ჩვენს მი­ზანს.

ბე­ლამ ნარ­კო­ტი­კე­ბის კონ­ტრა­ბან­და­ში და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა, მაგ­რამ მთა­ვა­რი სა­კი­თხი პი­რო­ბე­ბი და მუ­ქა­რაა, რო­მე­ლიც მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ელ­და. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მშო­ბი­ა­რო­ბამ­დე დიდი ხნით ადრე მი­ვაღ­წევთ", - გა­ნუ­ცხა­და გა­მო­ცე­მას ად­ვო­კატ­მა მალ­ხაზ სა­ლა­ყა­ი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 18 წლის ბელა მეი კალი თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში, 10 მა­ისს და­ა­კა­ვეს. შე­მოწ­მე­ბი­სას, მის სამ­გზავ­რო ჩან­თა­ში, 12 კი­ლოგ­რა­მამ­დე "მა­რი­ხუ­ა­ნა" და 2 კი­ლოგ­რა­მი "ჰა­ში­ში" აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ისი­ნი ჰერ­მე­ტუ­ლად და­ფა­სო­ე­ბულ პა­კე­ტებ­ში იყო გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 262-ე მუხ­ლის 4-ე ნა­წი­ლის „ა" ქვე­პუნ­ქტით, 260-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ა" ქვე­პუნ­ქტით და 273 პრი­მა მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. რაც 20 წლამ­დე ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას გუ­ლის­ხმობს.

რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბრალ­დე­ბულ­მა გა­ნა­ცხა­და, მან არც კი იცო­და სად მი­ემ­გზავ­რე­ბო­და და ამის გა­კე­თე­ბა ტა­ი­ლან­დში გაც­ნო­ბილ­მა ბან­დამ აი­ძუ­ლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×