რეზონანსი
09.10.2025

 საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰასან აჰმედ ალი მუჰამედ ალ მუტავასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატს საქართველოში წარმატებული საქმიანობისთვის და ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორობის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×