რეზონანსი
09.10.2025

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს საფოსტო სფეროს წარმომადგენლებს პროფესიული დღე - ფოსტის მსოფლიო დღე მიულოცა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

„გილოცავთ პროფესიულ დღეს, 9 ოქტომბერს - ფოსტის მსოფლიო დღეს! დღეს კაცობრიობა ციფრულ ეპოქაში ცხოვრობს. ინოვაციების სწრაფი განვითარება თვალსაჩინოდ ცვლის ცხოვრების წესსა და კომუნიკაციის ფორმებს. ტექნოლოგიური პროგრესის მიუხედავად, საფოსტო სექტორი ინარჩუნებს და განაგრძობს თავისი მნიშვნელოვანი როლის შესრულებას, როგორც ადამიანებს შორის კავშირის დამამყარებელი და მდგრადი განვითარების მხარდამჭერი მნიშვნელოვანი ინსტიტუცია.

ფოსტის სფერო, როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარგი, მუდმივად ადაპტირდება თანამედროვეობასთან, ამავდროულად ინარჩუნებს მომხმარებელზე ორიენტირებულ მოთხოვნებს. ელექტრონული სერვისების და განსაკუთრებით ელექტრონული კომერციის მზარდმა როლმა მკვეთრად გააძლიერა საფოსტო სექტორის ადგილი არა მხოლოდ კომუნიკაციის სფეროში, არამედ ეკონომიკურ განვითარებასა და ლოგისტიკური ჯაჭვების მდგრადობაში.

მსოფლიო ფოსტის დღის წლევანდელი თემატიკაა: #ფოსტახალხისთვის. ფოსტა, როგორც სასიცოცხლო მნიშვნელობის საჯარო სერვისი, რომელიც ფესვგადგმულია საზოგადოებებში და ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სოფლებიდან ურბანულ ცენტრებამდე, ჩვენ პატივს ვცემთ „ფოსტას ხალხისთვის".

მსოფლიო საფოსტო სექტორში, 192 ქვეყანაში 5 მილიონამდე ადამიანია დასაქმებული. მათი ძალისხმევით ყოველდღიურად მილიარდობით საფოსტო გზავნილია მიმოქცევაში. ფოსტის სფეროს თანამშრომლები ძალისხმევას არ იშურებთ, რათა მომხმარებელს ნებისმიერი საშუალებით დროულად მიაწოდოთ საფოსტო მომსახურება. ჩვენ ვაფასებთ თქვენს შრომას და გამოვთქვამთ იმედს, რომ ფოსტის სფეროს თანამშრომლები, კვლავაც ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველვყოფთ საფოსტო მომსახურებების მაღალი ტემპებით ინოვაციურ განვითარებას და სრულყოფას.

გისურვებთ წარმატებებს პირად ცხოვრებაში და პროფესიულ საქმიანობაში," - აღნიშნულია მინისტრის მილოცვაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×