
განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მე-10 მინისტერიალში მონაწილეობს, რომელიც მალტის დედაქალაქ ვალეტაში იმართება.
მინისტერიალის მთავარ მიზანია საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და ევროპული ინსტიტუციების განვითარებაში ახალგაზრდების როლის ხაზგასმა.
გივი მიქანაძემ სიტყვით გამოსვლისას ევროპის ქვეყნებისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა.
"შესაძლებლობა მქონდა სიტყვით მიმემართა მინისტერიალზე დამსწრე კოლეგებისათვის და წარმომეჩინა ის გამოცდილება, რომელიც საქართველოში უკვე დაგროვებულია. წლების განმავლობაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივ, მუნიციპალურ დონეზე, სადაც ახალგაზრდული საბჭოები აქტიურად ფუნქციონირებენ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ჩართულნი არიან სხვადასხვა დემოკრატიულ პროცესებში, მათ შორის, ბიუჯეტის დაგეგმვაში, სხვადასხვა ახალგაზრდული პროექტების განხორციელებაში", - განაცხადა გივი მიქანაძემ.