რეზონანსი
09.10.2025

 ზემო ხოდაშენში დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

70 წლის მაუგლი მაისურაძეს სხეულზე ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული.

კაცი წარმოშობით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშნიდან არის, თუმცა წლებია ზემო ხოდაშენში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

გუშინ საღამოს მას ცეცხლი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გაუხსნეს. რის შემდეგაც თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცავები უკვე მეორე დღეა დამნაშავის კვალს ეძებენ.

თანასოფლელები ვარაუდობენ, რომ დაჭრა შეაძლოა შურისძიების ნიადაგზე მოხდა.

მაისურაძე წარსულში დაჯგუფება „მხედრიონის" წევრი იყო. უკავშირდება თუ არა ფაქტი ამ პერიოდს, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

დაშავებულს გუშინ თელავის „ყამბარაშვილის" კლინიკაში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით არის აღძრული.

წყარო: მთავარი ამბები კახეთიდან

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×