რეზონანსი
09.10.2025

 საქართველოს ხელისუფლებაზე ანიტა ჰიპერის ვერბალური თავდასხმა პასუხისმგებლობისგან გაქცევის სასოწარკვეთილი მცდელობაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისივე თქმით, რამდენჯერაც ევროკავშირის სპიკერი სიტყვა "რუსულს" ქართველი ხალხის მისამართით გამოიყენებს, პასუხს იმდენჯერვე მიიღებს.

"ერთადერთი, რასაც ქართული საზოგადოება ევროკომისიის პრესსპიკერისგან მოელის, არის ბოდიში ხელისუფლების დამხობის მიზნით დაორგანიზებული შეკრების მხარდაჭერის გამო, რომლის მონაწილეებიც პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ და 25 პოლიციელი დააზიანეს. საქართველოს ხელისუფლებაზე მისი დღევანდელი ვერბალური თავდასხმა კი, ამ პასუხისმგებლობისგან გაქცევის სასოწარკვეთილი მცდელობაა.

რაც შეეხება "რუსულებს" - ქალბატონ პრესსპიკერს არანაირი ეჭვი არ უნდა ჰქონდეს, რომ რამდენჯერაც ის ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ სიტყვა „რუსული"-თ უადგილო ჟონგლიორობას გადაწყვეტს, იმდენჯერ მიიღებს პასუხს," - წერს პაპუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×