
იდეოლოგია, რომელიც მსოფლიოში დღემდე მეტ-ნაკლებად ბატონობდა და თანამედროვე ლიბერალიზმს გულისხმობდა, სრულად დაფუძნებულია ძალადობაზე, სიტყვიერ ძალადობაზე, ცენზურით ძალადობაზე, მედიის გამოყენებით ძალადობაზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპაუშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დონალდ ტრამპს, პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, გასაჩუმებლად სოციალურ მედიაზე წვდომა შეუჩერეს და მისი ანგარიშები წაშალეს.
„გახსოვთ, დონალდ ტრამპზე როგორ ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, რათა გაეჩუმებინათ. დღესაც, მასზე მეინსტრიმ მედიის მხრიდან თავდასხმა ხდება, რათა გააჩუმონ და გააჩერონ, როგორც უკვე პრეზიდენტი. საქართველოსთან მიმართებაში ზუსტად ამას ვხედავდით, როცა თანამედროვე ლიბერალიზმი ძალადობით, ბულინგით, მედიის გამოყენებით, როგორ ცდილობენ, გააჩუმონ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც სიმართლეს საუბრობენ. ესეც ერთ-ერთი მაგალითია, მოძალადის გმირად წარმოჩენა. ეს ამ იდეოლოგიის გამართლებაა, რადგან თანამედროვე ლიბერალიზმი, როგორც დღეს არის სახეშეცვლილი და ფსევდოა, ძალადობას ეფუძნება. რა თქმა უნდა, ლიბერალიზმის სახელით ყველა მოძალადე დაჯილდოებული და შექებული უნდა იყოს, რომ ძალადობა ის ინსტრუმენტია, რითაც მათ თანამედროვე ლიბერალიზმი უნდა გაატარონ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.