რეზონანსი
10.10.2025

მზია ამაღლობელი სამართლებრივი და მორალური თვალსაზრისით არის კანონით აკრძალული ქმედების ჩამდენი პირი და ის არ არის ამ ქვეყნის გმირი,- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი გრძელიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, მზია ამაღლობელისთვის ჯილდოს გადაცემის ფაქტთან დაკავშირებით.

მეგრელიშვილის განცხადებით, გიორგი გრძელიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა „დიფ სთეითის“ მანკიერი პოლიტიკური სახის უკუღმართობა“, რაც ყურადსაღები უნდა იყოს ახალგაზრდებისთვის, რომლებიც „ოპოზიციის მიერ დატყვევებულ ბაბალად იქცნენ“.

„მზია ამაღლობელს 2025 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდო მსოფლიო კონგრესზე 24 ოქტომბერს გადაეცემა.

ამ ფაქტს ტაშს უკრავს მთელი ოპოზიცია და მისი ბაბლი, თუმცა კანონის დარღვევის ფაქტი სახეზეა, მზია ამაღლობელმა ჩაიდინა კანონით აკრძალული ქმედება და მძიმეა ამ უკანონობის

წახალისების და მისი გმირად ქცევის ფაქტი.

მზია ამაღლობელმა ჩაიდინა უკანონო ქმედება და ოპოზიცია მის დასაცავად სხვადასხვა ნარატივით ცდილობდა ინფორმაციული ომით კანონთან დაპირისპირებას.

ოპოზიციური არხები გადაცემებში მსჯელობდნენ იმაზე, იყო თუ მზია ამაღლობელის ეს ქმედება დანაშაული, განიცადა თუ არა პოლიციელმა ტკივილი და ასე შემდეგ.

მათი ამ მსჯელობის მიზანი იყო ერთი,

მზია ამაღლობელი გამოეყვანათ სამართლიან მეამბოხედ, ადამიანად რომელიც ქვეყნის სიყვარულით არ ემორჩილება არავის, მათ შორის არც კანონს.

მზია ამაღლობელი სამართლებრივი და მორალური თვალსაზრისით არის კანონით აკრძალული ქმედების ჩამდენი პირი

და ის არ არის ამ ქვეყნის გმირი.

საშიში ტენდენცია, კრიმინალი ნიკა გვარამია, უკანონო ქმედების ჩამდენი მზია ამაღლობელი და სხვები აქციონ გმირებად უარყოფს სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრების მათ შორის ასეთ სახელმწიფოში მცხოვრები მოქალაქის პასუხისმგებლობის ყველა პრინციპს.

„ქართული ოცნების" კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი გრძელიშვილმა დღეს გაკეთებული განცხადებით კიდევ ერთხელ განმარტა

დიფ სთეითის” მანკიერი

პოლიტიკის უკუღმართობა და ვიტოვებ იმედს, მისი, როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნის პოზიცია, დღეს საყურადღებო და დამაფიქრებელი გახდება იმ ახალგაზრდებისათვის რომლებიც

ნებსით თუ უნებლიედ ოპოზიციის მიერ დატყვევებულ ბაბლად იქცნენ“,- წერს თამთა მეგრელიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×