რეზონანსი
10.10.2025

საქართველოს ეკონომიკისა და და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, 2024 წლის მონაცემით, საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 11,5%-ით, დაახლოებით 200 ლარით არის გაზრდილი და 1970 ლარს აჭარბებს.

„2024 წელს საქართველოს ჰქონდა 9.4%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც აისახა დაქირავებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების მატებაში. თუ შევხედავთ რეალურ შრომის ანაზღაურების ზრდას (ხელფასების ზრდას ინფლაციის გამორიცხვით), დაქირავებით დასაქმებულთა რეალური ხელფასის 10% -ზე მაღალი ზრდა ფიქსირდება", - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, აღნიშნული ტენდენციები მომავალ წლებშიც გაგრძელდება.

„2025 წელს საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ფიქსირდება საქართველოში და მოსალოდნელია, რომ ასევე მაღალი იქნება შრომის ანაზღაურების ზრდის ტემპიც. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით, რომ ის პოზიტიური ტენდენციები, რომელიც ეკონომიკაში ფიქსირდება, გაგრძელდება საშუალოვადიან პერიოდშიც და საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა როგორც რეგიონსა და ევროპაში, ასევე გლობალური მასშტაბითაც იქნება ლიდერი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით", - ხაზი გაუსვა ვახტანგ ცინცაძემ.

„საქსტატის" თანახმად, 2024 წელს საშუალო ხელფასების ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის ყველა სექტორში, მათ შორის, როგორც ბიზნეს, ასევე არასამეწარმეო და საფინანსო სფეროში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×