რეზონანსი
10.10.2025

ჯო უილსონს 20-წლიან კარიერაში 200-ზე მეტი ინიციატივა ჰქონდა და კანონად მხოლოდ ერთი იქცა, „მეგობარი აქტი" შეიძლება, გახდეს მეორე, მაგრამ ამის ალბათობა ძალიან დაბალია, - ამის შესახებ პარტია „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილს დაუსვეს კითხვა, რომ აშშ-ის სენატმა 2026 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი მიიღო, საიდანაც საქართველოსთან დაკავშირებული „მეგობარი აქტის" შესახებ ჩანაწერი ამოღებულია.

„მთელი ეს ხმაური, რაც „მეგობარი აქტის" ირგვლივაა ატეხილი, მხოლოდ პიარია. ხან „ნაცმოძრაობა" იყენებს, რომ „ქართულ ოცნებას" დაემუქროს და, ხან თავად - „ქართული ოცნება", რომ თქვას, თითქოს ვიღაცა ებრძვის", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×