რეზონანსი
10.10.2025

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 13 ოქტომბერს ისრაელში ჩავა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი" ავრცელებს.

პოლიციის პრესსპიკერის თქმით, დონალდ ტრამპის ისრაელში ვიზიტის დროს ქვეყანაში ათასობით პოლიციელი, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი და მოხალისე განლაგდება.

„გზები დაიკეტება და თვითმფრინავებს, მათ შორის დრონებს, ბენ გურიონის აეროპორტსა და იერუსალიმის თავზე ფრენა აეკრძალებათ", - აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.

ცნობისთვის, ისრაელის პარლამენტის სპიკერმა დონალდ ტრამპი ქნესეთში სიტყვით გამოსვლისთვის ოფიციალურად მიიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×