რეზონანსი
10.10.2025

ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი გოგონა სანადირო თოფიდან გასროლით დაიჭრა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდები ბებიის დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც 16 წლის ბიჭს სანადირო თოფი გაუვარდა. გოგონას დაზიანებები ზედა კიდურის, გულ-მკერდისა და თავის არეში აღენიშნება. გავრცელებული ცნობით, ისინი ერთმანეთის ბიძაშვილები არიან.

დაჭრილი არასრულწლოვანი ჯერ ფოთის ჰოსპიტალში მიიყვანეს, სადაც პირველადი გადაუდებელი დახმარება გაეწია. მოგვიანებით კი, შესაბამისი პროფილის კლინიკაში გადაიყვანეს. ახლობლების ინფორმაციით, გოგონას მდგომარეობა მძიმეა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

წყარო: ipn.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×