რეზონანსი
10.10.2025

ჯო უილსონი „დიფ სთეითის" მაღალი რანგის აგენტია იმ გაგებით, რომ სენატშია, აგენტია და ამას არც მალავს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეუძლია, ტყუილებს დაუჭიროს მხარი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

თენგიზ შარმანაშვილს კითხვა დაუსვეს, რომ აშშ-ის სენატმა 2026 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი მიიღო, საიდანაც საქართველოსთან დაკავშირებული „მეგობარი აქტის" შესახებ ჩანაწერი ამოღებულია.

„შეიძლება, ეს იყოს პირველი ნაბიჯები, რომ დაფიქრდნენ, რაღაც პოლიტიკა შეიცვალოს და მართლა დაიწყოს დიალოგი სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენის, რადგან ეს ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის. რაც შეეხება ჯო უილსონს, ის „დიფ სთეითის" ჩვეულებრივი აგენტია. ხანდახან ფულად პრემიასაც გამოკრავს ხოლმე ხელს, ეს ყველაფერი შემდეგ „ფარა"-ში აისახება და იქიდან ვიგებთ. „დიფ სთეითის" მაღალი რანგის აგენტია იმ გაგებით, რომ სენატშია. აგენტია და ამას არც მალავს. ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეუძლია, ტყუილებს დაუჭიროს მხარი", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×