რეზონანსი
10.10.2025

17 წლის გო­გო­ნას, რო­მე­ლიც სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან შემ­თხვე­ვით გას­რო­ლი­ლი ტყვი­ით და­იჭ­რა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა.

რო­გორც Khobi-info ავ­რცე­ლებს, მა­რი­ამ ამ­ბა­ლი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, რის გა­მოც მისი თურ­ქეთ­ში და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­დაყ­ვა­ნა არის სა­ჭი­რო. ოჯახს ფი­ნან­სუ­რი სახ­სრე­ბი არ გა­აჩ­ნია და სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თა­ვენ.

„17 წლის მა­რი­ამ ამ­ბა­ლია, რო­მე­ლიც მძი­მედ და­შავ­და სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან შემ­თხვე­ვით გას­რო­ლი­ლი ტყვი­ით, სი­ცო­ცხლის­თვის იბ­რძვის. მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო სას­წრა­ფოდ სა­ჭი­რო­ებს თურ­ქეთ­ში გა­დაყ­ვა­ნას. სა­ზო­გა­დო­ე­ბას უმორ­ჩი­ლე­სად ვთხოვთ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად და­ვეხ­მა­როთ მა­რი­ამს!

თან­ხის მიმ­ღე­ბი: ეკა გა­ბი­სო­ნია.

პ/ნ 29001009563

ან­გა­რი­შის ნო­მე­რი - საქ. ბან­კი GE55BG0000000609401350" - აღ­ნიშ­ნუ­ლია გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

შემ­თხვე­ვა ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ზარ­დე­ბი ბე­ბი­ის და­ბა­დე­ბის დღე­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რა დრო­საც 16 წლის ბიჭს სა­ნა­დი­რო თოფი გა­უ­ვარ­და. გო­გო­ნას და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ზედა კი­დუ­რის, გულ-მკერ­დი­სა და თა­ვის არე­ში აღე­ნიშ­ნე­ბა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით, ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი არი­ან.

დაჭ­რი­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი ჯერ ფო­თის ჰოს­პი­ტალ­ში მი­იყ­ვა­ნეს, სა­დაც პირ­ვე­ლა­დი გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბა გა­ე­წია. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, შე­სა­ბა­მი­სი პრო­ფი­ლის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 124-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გუ­ლის­ხმობს ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად მძი­მე ან მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×