რეზონანსი
10.10.2025

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთის ნაკრებთან მოახლოებული მატჩის შესახებ საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ნაკრებში ძალიან კარგი ატმოსფეროა. ბოლო ორი დღეა ცუდი ამინდია, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, „პარი სენ-ჟერმენთან" პირადად მქონდა კომუნიკაცია. მას ბოლო ორ მატჩში არ უთამაშია და ეს გადაწყვეტილება სრულად გამართლებული იყო. საერთო ჯამში, მისი ფიზიკური მდგომარეობით კმაყოფილი ვარ. იქნება თუ არა ის ძირითად შემადგენლობაში? თანამედროვე ფეხბურთში ტრავმები ჩვეულებრივი მოვლენაა, ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილებას ექიმების დასტურის შემდეგ ვიღებთ.

როგორც ფეხბურთის გულშემატკივარს, მსურს, ლამინ იამალი მალე დაბრუნდეს მოედანზე. მირჩევნია, როცა ძლიერი მოთამაშეები თამაშობენ - ფეხბურთისთვის ეს უკეთესია.

ესპანეთის ნაკრებში ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელია, თუმცა როცა ასეთი მაღალი დონის გუნდს ეთამაშები, ამაზე ნაკლებად უნდა იფიქრო - მათ თითოეულ პოზიციაზე რამდენიმე უმაღლესი კლასის მოთამაშე ჰყავთ", - განაცხადა ვილი სანიოლმა.

ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 11 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება, შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×