რეზონანსი
10.10.2025

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ კიდევ ხუთ პირს - გენადი კუპრეიშვილს, ალექსანდრე ჩილაჩავას, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიასა და სულხან ტუღუშს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

დღევანდელ პროცესზე იხილებოდა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების თაობაზე. თავის მხრივ, ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ დაეთანხმნენ.

სახელმწიფო ბრალდება ყველა მათგანის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. პროკურორი როინ ხინთიბიძის მტკიცებით, დაკავებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეები არსებობს. დაცვის მხარე კი პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა.

ადვოკატების თქმით, საჯაროდ გავრცელებულ კადრებში მათი დაცვის ქვეშ მყოფთა ძალადობის ან ძალადობისკენ მოწოდების ფაქტები არ ფიქსირდება, მით უფრო, არ იკვეთება ჯგუფური დანაშაულის კვალი.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ხუთივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×