|

რომელ აქციაზე მნახეთ? არ დავდივარ აქციებზე - ვერ დავდივარ, ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დატოვების შემდეგ განაცხადა.
როგორც ახალაიამ აღნიშნა, გამოკითხვაზე დაიბარეს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო ჩანაწერის გამო.
„არ ვიყავი აქციაზე იმიტომ რომ არ ვმონაწილეობდი. რომელ აქციაზე მნახეთ? არ დავდივარ აქციებზე. ვერ დავდივარ და იმიტომ. მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ყველამ ნახეთ პაატა ბურჭულაძე, მურთაზი და სხვები აირწინაღების გარეშე. არათუ ხელში რაიმე ეჭირათ და რაიმეს ისროდნენ, ელემენტარული ნიღბებიც კი არ ეკეთათ. დამიბარეს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო ჩანაწერის გამო. ექსპერტიზა ჩატარდება და ვნახოთ“,-აღნიშნა ახალაიამ.
შეგახსენებთ, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ბაჩო ახალაიას გამოკითხვა დასრულდა. როგორც ბაჩო ახალაიამ თითქმის 8 საათიანი გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ძირითადი კითხვები აუდიო ჩანაწერს ეხებოდა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|