რეზონანსი
10.10.2025

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები რუსთავის ციხეში პაატა ბურჭულაძესთან და მურთაზ ზოდელავასთან გამოკითხვის მიზნით იმყოფებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

უწყებაში განმარტავენ, რომ ბურჭულაძე და ზოდელავა იმავე საქმეზე იკითხებიან, რაზეც ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილია დაბარებული.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი სუს-ში დაიბარეს.

„მეც დამიბარეს, ოღონდ სუს-ში. ტყეში რომ თავისი ჩათხრილი იარაღი ამოთხარეს, მაგ საქმეზე მიბარებენ თურმე“, - დაწერა ანი ნადარეიშვილმა სოციალურ ქსელში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×